მოკლულია ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი - მედია
იერიშების შედეგად სავარაუდოდ მოკლულია ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი, ალი შამხანი - ინფორმაციას გამოცემა Iran International ავრცელებს.
CNN რამდედნიმე საათით ადრე ისრაელელმა წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ იერიშების სამიზნე ალი შამხანი, ალი ხამენეი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი აბდულრაჰიმ მუსავი და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი იყვნენ.
Reuters -მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია ირანის თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური, გენერალი მოჰამედ პაკპური.
ამასთან, ისრაელის მეთორმეტე არხი გავლენიან ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის შეფასებით, იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია.