37 წლიანი ეპოქა დასრულდა - რა იცვლება ხამენეის სიკვდილის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკაში
ირანში 37 წლის განმავლობაში პირველად დადგა დღე, როდესაც ქვეყანა უზენაესი ლიდერის გარეშე აღმოჩნდა. მისი გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა, რომელიც ძალადობასთან, რეპრესიებსა და მასობრივ დაკავებებთან ასოცირდებოდა.
უზენაესი ლიდერის მმართველობის პერიოდში ირანში არაერთი საპროტესტო აქცია სისხლით იქნა ჩახშობილი, ხოლო ციხეები პოლიტპატიმრებით იყო სავსე. საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში საუბრობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
მომხდარი ირანის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ანალიტიკოსების შეფასებით, ლიდერის გარდაცვალებამ შესაძლოა ცვლილებების ეტაპი გახსნას.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან როგორც რეგიონში, ისე ავტორიტარული მმართველობის მქონე სხვა ქვეყნებში.
ვრცლა ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.