ირანელი ხალხი ხამენეის სიკვდილს ზეიმობს - რა ხდება ირანის საელჩოსთან თბილისში
ირანის საელჩოსთან ზეიმია - საქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეები ქვეყნის საელჩოსთან არიან შეკრებილები. ისინი დიპლომატიურ უწყებასთან ტრადიციული საკრავებით მივიდნენ და ალი ხამენეის სიკვდილს სიმღერით და შეძახილებით აღნიშნავენ. დემონსტრანტები ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრის, რეზა ფეჰლევის სახელს სკანდირებენ.
ირანული დიასპორა აშშ-ს პრეზიდენტს და ისრაელის პრემიერს მადლობას უხდის.
გახარებულები ვართ ირანელები, იმიტომ, რომ ჩვენი ერთადერთი და ყველაზე დიდი მტერი ეს აიათოლა ალი ხამენეი იყო, მოკვდა როგორც ძაღლი. მე ვფიქრობ, ახლა, ჩვენ, ირანელები ყველაზე ბედნიერი ხალხი ვართ მთელ მსოფლიოში, იმიტომ, რომ 47 წელი, რამდენი ხანი ველოდებოდით, რამდენი ადამიანი მოკლა, - ამბობს ირანის მოქალაქე.
ირანელების გარდა საელჩოსთან ქართველი აქტივისტებიც მივიდნენ და ირანელ მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.