ორი თვე გამოძევებიდან - სახელწიფო თამარ მეარაყიშვილის ბედით არ ინტერესდება
უკვე ორი თვეა, რაც ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპრებული ცხნვალიდან იძლებით წესით გამოაძევეს. ის ახლა თბილისში ხალხის მიერ შეგროვებული თანხით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, სახელმწიფოს კი ის ამ დრომდე უყურადღებოდ ჰყავს დატოვებული. არცერთი უწყების წაროამდგენელი მისი მდგომარეობით არ დაინტერესებულა. მშობლიური სახლიდან გამოძევებული ქალი ხალხის იმედად არის დარჩენილი.
ამ დრომდე საყურადღებოა მისი ჯანმღტელობის მდგომარეობაც. თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და იზოლატორში გამოკეტეს, სადაც 10 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შემდეგ კი ზუსტად 31 დეკემბერს გამოაძევეს. ქალის მდგომარეობა საატიმროში იმდენად დამძიმდა, რომ მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.