“არა ჩადებას“ - გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

02.03.26 10:54
 “არა ჩადებას“ - გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

აქცია გენერალურ პროკურატურასთან - “არა ჩადებას“ ამ სახელწოდებით დემონსტრაცია მთავარ საგამოძიებო უწყებასთან 13:00 საათზეა დაანოსნებული.

მოქალაქეები წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მავნე პრატიკას გააპროტესტებენ.

"არა ჩადებას! წლების შემდეგ ისევ აქტუალურია ეს მოწოდება. დღეს ჩვენ ვდგავართ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პრობლემასთან, არამედ უსამართლობის სისტემურ სახესთან პირისპირ. ნარკოტიკების "ჩადება" არ არის უბრალოდ გადაცდომა — ეს არის ადამიანის ღირსების გათელვა, სამართლის დაცინვა და სახელმწიფოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების თავისუფლებისთვის, არამედ ამ მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ ვაანონსებთ გამაფრთხილებელ აქციას გენერალურ პროკურატურასთან 2 მარტს 13:00 საათზე, " - წერია აქციის ანონსში.