თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები კვლავ შეჩერებულია - მგზავრები პასუხებს ითხოვენ
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 4 მიმართულებით კიდევ 13 რეისი გაუქმდა. საუბარია თელ-ავივზე, აბუ-დაბიზე, შარჟასა და დუბაიზე.
თელავივის მიმართულებით ფრენები გაუქმდა ბათუმის აეროპორტიდანაც.
მგზავრებს, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთით გაფრენა სურდათ, ამ დრომდე არ აქვთ პასუხები, როდის შეძლეებენ გაფრენას ან დაუბრუნდებათ თუ არა ბილეთის ფასი, რომელიც შეძენილი უკვე შეძენილი აქვთ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხებს ვერ იღებენ და ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მეილზე მოუვიდათ.
დღეს მომივიდა მეილი, რომ "ფლაი დუბაიმ" ფრენა გააუქმა. როდისთვის გადაიდო - არ ვიცი. დუბაის გავლით ფილიპინებში უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ ახლა აქ ვრჩები. წასასვლელიც არ მაქვს. ვცდილობ, გავარკვიო, როდის ან რა გზით შევძლებ ოჯახთან დაბრუნებას. დღეს საინფორმაციო დახლი არ გაუღიათ, რომ მათ კითხვები დავუსვა, - აბობს უცხო ქვეყნის მოქალაქე.
სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ ვერც საქართველოს ის მოქალაქეები, როლებიც ცხელ წერტილში იყოფებიან. მათი ნაწილი ახლა ისრაელშია და უკანასკელი 3 დღის განმავლობაში თავშესაფრებში იმყოფებიან.
დავდივართ ე.წ. ან სახლში მიკლადში, ან კიდევ დავდივართ ახლომდებარე მეტეოსადგურში. ხალხი, რეალურად, იქ ცხოვრობს, იქ სძინავთ. იქ ქალაქის მერიამ განათავსა მატრასები და გაშლილია ეს მატრასები. აგრეთვე, მერიამ ბავშვებს გაუკეთა სათამაშო მოედნები ამ სივრცეში. ჩაირთვება განგაშის ხმები, გვაქვს დაახლოებით 5 წუთი პირველი გაფრთხილებიდან, ზოგერ მეტიც. პირველი გაფრთხილება რომ მოდის, ეგერევ უნდა გახვიდე ან ოთახში, ან სახლის სარდაფში, ან კიდევ უახლოეს სარდაფებში. დაკეტილია სამუშაოები, დაშვებულია მხოლოდ ე.წ. პოლიცია, სამედიცინო მომსახურეობა, სახანძრო, სამხედრო და საკვები ორგანიზაციები, - ამბობს "პირველებთან" საქართველოს მოქალაქე.