ბაჩო ახალაიას პროცესი - დღეს თავდაცვის ექს მინისტრის საქმის არსებითი განხილვა იწყება
ბაჩო ახალაიას პროცესი - დღეს თავდაცვის ექს მინისტრის საქმის არსებითი განიხლვა იწყება.
ინტრენეტისმოხმარების გამო დაკავებული ექს მაღალჩინოსანი განცხადების გაკეთებას აანონებს.
ამასთან, სხდომაზე ანი ნადარეიშივლის მოწმის სტატუსის მოხსნის შესახებ ადვოკატები შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებენ.
ახლაიას მეუღლე თვლის, რომ ეს სტატუსი მიზანმიმართულად მიანიჭეს რომ პროცესებში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
ფალსიფიცირებული რომაა საქმე დიდი ხანია ვიცოდით და თვითონაც კარგად იციან, მაგრამ ეს ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც პროკურატურა ცოცხალი თავით არ აქვეყნებს, დევს სისხლის სამართლის საქმეში, ექსპერტიზის დასკვნა მაქვს მხედველობაში, მაგრამ ისედაც ხომ ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს რომ ნამდვილი ყოფილიყო, იმ წუთასვე დააკავებდნენ ამის გამო და არა ინტერნეტის მოხმარების გამო, საკუთარ სახლში. ამ შენობას დიდი ხანია დაკარგული აქვს ფუნქცია და მართლმსაჯულება არ ხდება, აქ უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გაფორმება ხდება. არანაირი იმედი არ მაქვს, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენებთ ამ შუამდგომლობა, რომს აჯარო იყოს პროცესი, რადგან ესაა ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რათა საზოგადოებამ ნახოს, რის გამო ჰყავთ დაკავებული, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
პროკურორის თქმით, ახალაის საქმეზე დღეს ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას იტყვის.
მიმოვიხილავთ მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც ბალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. ბარდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ათეულობით ტომი სისხლის სამართლის საქმის მასალების, რომელიც გაჯერებულია მტკიცებულებებით, რომლის გამოკვლევასაც ბრალდების მხარე მოახდენს პროცესზე. რაც შეეხება სხდომის დახურვას, ბრალდების მხარის პოზიცია არის უცვლელი, ვიშუამდგომლებთ პროცესის დახურულ რეჟიმში გაგრძელებას ,- განაცხადა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.