მოსამართლე ენუქიძემ სანდრო მირცხულავა სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა
მოსამართლე ნინო ენუქიძემ, სამოქალაქო აქტივისტი, სანდრო მირცხულავა სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვირი შენიშვნა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს გამართულ პროცესზე ნინო ენუქიძემ სანდრო მირცხულავას საქმის განხილვა გადადო და მოტივად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი დაასახელა.
სანდრო მირცხულავას შსს ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება. დღევანდელ პროცესზე სანდრო მირცხულავამ განაცხადა, რომ მას განზრახ დაბრკოლება არავისთვის შეუქმნია.