მოვითხოვ ბაჩოს სიტყვა მაინც იყოს საჯარო - მას ბევრი აქვს სათქმელი - ანი ნადარეიშვილი

02.03.26 12:45
მოვითხოვ ბაჩოს სიტყვა მაინც იყოს საჯარო - მას ბევრი აქვს სათქმელი - ანი ნადარეიშვილი

სასამართლო პროცესი დახურულია, ამიტომ მოვითხოვთ, ბაჩოს სიტყვა მაინც იყოს საჯარო - მას ბევრი აქვს სათქმელი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბაჩო ახალიას საქმეს არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართლის საქმესთან, რადგან არ არსებობს არც ერთი დაზარალებული, არც ერთ მოწმე და არც ერთი მტკიცებულება.

როგორც ვიცი, დღეს შესავალი სიტყვა უნდა თქვას. სასამართლო პროცესი დახურულია, ამიტომ მოვითხოვთ, მისი სიტყვა მაინც იყოს საჯარო. მას ბევრი აქვს სათქმელი, იმიტომ რომ ქვეყანა არის უბედურ დღეში, რუსების მიერ ოკუპირებული. ეს ქვეყანა არის გადასარჩენი. ამისთვის იბრძვიან ადამიანები და ამისთვის ხვდებიან ციხეში. რაც შეეხება პროცესს - ეს სასამართლო პროცესი არ არის. ამ დარბაზებში, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია პოლიტიკური გადაწყვეტილების გაფორმება მიმდინარეობს. ვითხოვთ, [პროცესი] ღია იყოს, იმიტომ რომ ამას, რაც ხდება, არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართლის საქმესთან. საქმეში არც ერთი დაზარალებული, არც ერთ მოწმე, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს,“ - განაცხადა ნადარეიშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.