ახალაია მისი ვინაობის შესახებ დასმულ კითხვაზე: აღნიშნულ ცინიკურ კითხვაზე არ გიპასუხებთ

02.03.26 13:05
ახალაია მისი  ვინაობის შესახებ დასმულ კითხვაზე: აღნიშნულ ცინიკურ კითხვაზე არ გიპასუხებთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ექსმინისტრის, ბაჩო ახალაია პროცესი მიმდინარეობს. 

სხდომის დასაწყისში მოსამართლე გალუსტაშვილმა ახალაიას მისი სახელი, გვარი და დაბადების თარიღი ჰკითხა, რაზედაც ახალაიამ განაცხადა, რომ პასუხის გაცემა არ სურდა.

არ ვიცი, არ გიპასუხებთ, - უთხრა მან მოსამართლეს.

ნინო გალუსტაშვილმა მას განუმარტა, რომ თუკი, პროცესში მონაწილეობის მიღება სურდა, კითხვაზე პასუხი უნდა გაეცა.

„აღნიშნულ ცინიკურ კითხვაზე არ გიპასუხებთ", - თქვა ახალაიამ.

ამის შედეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულის ვინაობის დადგენა საქმის მასალებით მოხდებოდა. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.