[სინდისის პატიმრების გათავისუფლება] შანსია “ოცნებისთვის“ თავი აარიდოს კიდევ უფრო მძიმე სანქციებს - ეკა ბესელია

02.03.26 13:37
[სინდისის პატიმრების გათავისუფლება] შანსია “ოცნებისთვის“ თავი აარიდოს კიდევ უფრო მძიმე სანქციებს - ეკა ბესელია

 

 

“მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სინდისის პატიმრების საქმეზე გამოტანილი სამართლიანი განაჩენი შანსია „ოცნებისთვის“ თავი აარდიოს კიდევ უფრო მძიმე სანქციებს.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი შექმნილია პოლიტიკური დასჯის ინტრუმენტად და მოსამართლემ ეს კარგად უნდა დაინახოს.

იწურება სასამართლო პროცესი სინდისის პატიმრების, ეს არის შანსი, შესაძლებლობა, რომ თავი აარიდოს კიდევ უფრო მძიმე სანქციებს “ქართულმა ოცნებამ“, რადგან მართლმსაჯულება რამდენადაც პოლიტიზირებულია, იმდენად ეს პირდაპირ აისახება რეზოლუციებში. ბოლო შეფასება, რომელიც ევროპარლამენტმა გააკეთა და დოკუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა საგარეო კომიტეტის შეფასების, რპიდაპირ წერია- პოლიტიკური მართლმსაჯულება, აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნა, ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნა. ეს გადაწყვეტილებები პირდაპირ კავშირშია ამ შეფასებებთან. ეს უნდა დაინახოს მოსამართლემ, მართლა დანაშაულს ხომ არ ედავებიან, ეს ყველაფერი არის შექმნილი პოლიტიკური დასჯის ინტრუმენტად. ყველა ასეთ პროცესი არის შანსი “ოცნებისთვის“, რომ გაახილოს თვალი და დანახოს რეალობა, - განაცხადა ბესელიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.