სასამართლომ ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გაფიცვის გამო თანამშრომლების გათავისუფლება უკანონოდ ცნო

02.03.26 14:38
სასამართლომ ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გაფიცვის გამო თანამშრომლების გათავისუფლება უკანონოდ ცნო

სასამართლომ ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გაფიცვის გამო თანამშრომლების გათავისუფლება უკანონოდ ცნო.

ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირები ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის სასამართლომ ოპერისა და ბალეტის თეატრს კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

„გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი – SEC Workers Union-მა მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, მის ხელმძღვანელს ბადრი მაისურაძეს და თეა წულუკიან-ის დროინდელ კულტურისა და სპორტის სამინისტროს

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გოჩა ქოქაშვილის, ედგარ ოსმანოვისა და გივი ხიზანიშვილის გაფიცვის გამო გათავისუფლება, სასამართლომ უკანონოდ ცნო და მათ სასარგებლოდ ოპერას კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ უკვე 50-მდე მეტი სასამართლო პროცესია რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს წულუკიანის კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ!

პროფკავშირი მიიჩნევს, რომ ამ წმენდის ყველა ორგანიზატორმა თუ თანამონაწილემ პასუხი უნდა აგოს ჩადენილ კანონდარღვევებზე და მათი სახელები უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი, რათა მომავალში დაცული ვიყოთ მსგავსი უსამართლობისგან.
წინ კიდევ ბევრი სარჩელია!
ბრძოლა გრძელდება!“, – ნათქვამია განცხადებაში.