ვინაიდან ეს ჩემი ბოლო სიტყვაა სასამართლოზე, სულ მინდოდა ასე დამესრულებინა - აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა - რეზო კიკნაძე
სინდისის პატირმებმა სასამართლო დარბაზში დუმილი დაარღვიეს - მოსამართლეთა კოლეგიას საგანგებო განცხადებით რეზო კინაძემ მიმართა.
„წაიკითხეთ მოწმეთა ჩვენებები? რა კავშირი იპოვეთ მათ ჩვენებებსა და ბრალდებულებს შორის? ცარიელი მტკიცებულებებია... ცარიელი მტკიცებულებების გამო დაგვტოვეს პატიმრობაში... ცირკში ვართ... ვარაუდის გამო იჭერთ ხალხს? ტყუილად დაჭერილი ადამიანი ისეთი იქნება, როგორიც ციხემდე იყო? სიძულვილის დათესვაა თქვენი მიზანი?“, - ამბობს რეზო კიკნაძე.
კიკნაძის თქმით, დღეს პოლიციელელი სამართალდამცავი კი არა უკანონობის დამცავია და კრიმინალს კი არ იცავს, არამედ თავადაა კრიმინალი.
„დედას რომ უჭირს, მამას რომ უჭირს, ბებოს რომ უჭირს? გყავთ დედა და წარმოგიდგენიათ რას განიცდიან უსამართლოდ რომ დაუკავებენ შვილს? ... დიქტატორი და მკვლელი მთავრობა რომ არ მიყვარს ამიტომ ვარ დამნაშავე? “, - ამბობს კიკნაძე. მისივე თქმით, ურჩევნია ციხესი იჯდეს და მართალი იყოს, ვიდრე გარეთ.
მან ახსენა ე.წ. ტროტუარის საქმეებიც, როცა აქციის მონაწილეებს ტროტუარზე პროტესტისთვის აპატიმრებენ.
„რამე კურსია ცრუ მოწმეების მოსამზადებელი? მაშინ ყველა ერთი ტექსტით რატომ მოდიოდა?... შენ თუ მართალი მოწმე გქვია და არა ჯამბაზის ქუდიანი შარლატანი, უნდა თქვა რა კავშირი გვაქვს ერთმანეთთან - არც ერთს არ უთქვია...“.
„ვიდეოები ჩვენი უდანაშაულობის მტკიცებულებაა, ვიდრე დანაშაულის, იქ ჩანს, როგორ ვისვრი სალფეტკს“.
„თუ ორგანიზატორი გვყავდა ნიღბები რატომ არ გვეკეთა, სახეს რატომ არ ვფარავდით? ალოგიკურია... ერთი სპეცრაზმელი მაინც დააკავეთ, რომელიც დაგდებულ აქციის მონაწილეებს ურტყამდა? ესაა სამართალი?“.
„ვინაიდან ეს ჩემი ბოლო სიტყვაა სასამართლოზე და მეტჯერ აღარ მომიწევს, სულ მინდოდა ასე დამესრულებიან - აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, - ამბობს ის.
კიკნაძეს აცვია თეთრი მაისური წარწერით - საქართველო, რომელზე ზემოდანაც შავი სვიტერი აქვს გადაცმული. როგორც ის ამბობს, ეს იმიტომ გააკეთა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ციხიდან არ წამოიყვანდნენ, რადგან რატომღაც აკრძალულია ეს მაისურიო.
მომზადებულია „რადიო თავისუფლების“ მიხედვით.