აბუ-დაბიში “ჩარჩენილების“ ჩამოსაყვანად თბილისიდან სპეცრეისი გაფრინდა

02.03.26 16:59
აბუ-დაბიში “ჩარჩენილების“ ჩამოსაყვანად თბილისიდან სპეცრეისი გაფრინდა

 

 

ვისი დაკვეთით გააგზავნეს, სპეცრეისი თბილისიდან ომანში, აბუ-დაბიში ჩარჩენილების ჩამოსაყვნად? - ფლაი - რადარის მონაცემებით, ამ წუთებში საქართველოსკენ  გამოსაფრენად, ომანის დედაქლაქის აეროპორტიდან  ავიაკომპანია “აირზენას“ ბიზნეს ჯერტი ემზადება.

ვინ შეუკვეთა სპეც რეისი და არის თუ არა ეს კალაძის ჩამოსაყვანად გაგზავნილი თვითმფინავი,  ამის გასარკევვად „პირველები“ ავიაკომპანია “აირზენას“ მფლობელს დაუკავშირდა.

პირმა, რომელმაც თავი კომპანიის ხელმძღვანელის, თამაზ გაიშვილის თანაშემწედ წარგვიდგინა, თქვა რომ სპეცრეისი, ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ დაუკვეთა და “ბორტზე კახი კალაძე არ იქნება.“

“პირველების“ ინფორმაცით, ბორტზე იმყოფებან ბიზნესმენები -  ილია წულაია,  ლაშა პაპაშვილი და ნოშრევან ნამორაძე.

ბატონი თამაზი [გაიაშვილი] თბილისშია, არსად გაფრენილა, კახის [კალაძე] ჩამოსაყვანადაც არ გაფრენილა. სპეცრეისი არავის შეუკვეთავს, კახის არ შეუკვეთავს ჯერ.  დამკვეთი აბსოლუტურად სხვაა, ტუილად დაელოდებით, კახი არ მოფრინავს. მაგის განატიას მე გაძლევთ, [დამკვეთები] სხვა კერძო პირები არიან. კი [საევაკუაციოდ] გაფრინდა. დამკვეთი არის ერთი კაცი, ნოშიკო,-  თქვა პირმა, რომელიც “პირველებს“ გაიშვილის თანაშემწედ წარუდგა.

დღეს დედაქალაქის მერიამ დაადასტურა, რომ კახა კალაძე აბუ-დაბიშია “ჩარჩენილი“ და გამოფრენას ვერ ახერხებდა.