„ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისში ხანძარი იყო
„ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისში ხანძარი იყო - ცეცხლი ავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობის ერთ მხარეს, რამდენიმე სართულის სიმაღლეზე იყო მოდებული.
ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ . ხანძარი, რომლის გამომწვევ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გამთენიისას ლიკვიდირებული იყო.
ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი ლიფტის შახტაში გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.
ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.