საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

03.03.26 10:32
საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში, სავარაუდოდ ირანის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ახალგაზრდა კაცს ხელბორკილები კრეტაზე NATO-ს სამხედრო-საზღვაო ბაზასთან ახლოს დაადეს. გამოძიება დეტალებს არ ასაჯროვებს, თუმცა ამტკიცებს, რომ დაკავებულ ქართველს სადაზვერვო სამსახური უთვალთვალებდა და მის წინააღმდეგ პირდაპირი სამხილები აქვთ.

 ცნობისთვის, კრეტის, საუდის ყურეში სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს, რომელიც ამერიკული ავიამზიდებისთვის.  სტრატეგიული მნიშვნელობისაა.