"ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

03.03.26 11:40
"ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

"ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ჭავჭავაძის გამზირზე ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. 

როგორც ადგილობრივები "პირველებს" ეუბნებიან, ძლიერი ხანძარი ბანკის სათავო ოფისში გამთენიისას, დაახლოებით 5:10 წუთზე გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის პირველი კერა სათადარიგო ლიფტის შახტა იყო რომელიც საბოლოოდ სრულად დაიწვა. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, შემთხვევის დროს ბანკის თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა შენობაში იმყოფებოდა. 

ჩაქრობა რომ დაიწყეს, მერე იყო მინების მსვრევის ხმა. ჩაქრობას კარგა ხანი დასჭირდა - დაახლოებით ორი საათი. ჩვენც დავრეკეთ 112-ში"- ამბობს ადგილობრივი. 

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი.

გელაძის უწყების ინფორმაციით, სავარაუდოდ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.