არტემ გრიბული ციხის ე.წ. კორპუსის ზედამხედველს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მუქარაში ამხელს

03.03.26 11:49
არტემ გრიბული ციხის ე.წ. კორპუსის ზედამხედველს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მუქარაში ამხელს

სინდისის პატიმარი, არტემ გრიბული პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ე.წ. კორპუსის ზედამხედველ მალხაზ დადეშქელიანს მტკიცბულებების ფალსიფიცირების მცდლეობაში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მუქარაში ამხელს. 

სინდისის პატიმრის განმარტებით, დადეშქელიანი პატიმრებს სისტემატიურად აგინებს, დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს და კარცერით ემუქრება.

არტემ გრიბული ციხიდან გამოგზავნილ წერილში კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, რომელიც კამერების წინ ხდებოდა და პენიტენციურ სამსახურსა და სხვა ორგანოებს მომხდარზე პასუხს სთხოვს. 

მაგრამ არა მახოზე, არამედ მის კოლეგებზე:

„ის თქვენ წინაშე მემუქრება დანაშაულის ჩადენით და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებით! და თქვენ რას იზამთ, უბრალოდ იდგებით და უყურებთ?“

სიმართლე გითხრათ, ორის სახეზე აშკარად იკითხებოდა შოკი და სირცხვილი.

კორპუსის თანამშრომელი მიხვდა, რომ საქმეს "ცუდი სუნი ასდიოდა", და სცადა "საკითხის მოგვარება":

"დაწყნარდი, არტემ, არავინ წაგიყვანს კარცერში" (???). მაგრამ შენ არ იქცევი ადამიანურად (???).

მოკლედ, სცადა ჩემი ყურადღების გადატანა, რადგან მე საკანში დაბრუნებას არ ვაპირებდი, მხოლოდ კარცერში წავიდოდი. მახომ ასეთი დიპლომატია ვერ აიტანა, მომიახლოვდა და დამიყვირა:
"წადი ნა ხუი საკანში!" - აშკარა პროვოკაციის მიზნით. ალბათ, გამოუვიდოდა კიდეც, მაგრამ "კორპუსნიკმა" ისევ ჩართო თავისი "კრიზის-მენეჯმენტი" და დამარწმუნა, მშვიდად დავბრუნებულიყავი საკანში. ასეც მოვიქეცი, რადგან ეს კლოუნადა უკვე მობეზრებული მქონდა.

აბა, ნორმალური ისტორიაა? უფლებამოსილების გადამეტებას ჰგავს? ვფიქრობ, კი. აი, რას იტყვის ამაზე პენიტენციური სამსახური და სხვა ორგანოები - ვნახავთ.

ყველაფერი კამერების წინ ხდებოდა. საკნიდან ჩემი გაყვანის დრო - 19:25.

და, სხვათა შორის, ეს ამ პერსონაჟთან დაკავშირებული ერთადერთი შემთხვევა სულაც არ არის. ალბათ, ყველაზე სერიოზულია, მაგრამ არა ერთადერთი. დაახლოებით იმავე ტონით და გამონათქვამებით მოდიოდა და გვაიძულებდა ხელით გარეცხილი და გასაშრობად გამოკიდებული ტანსაცმელი ჩამოგვეხსნა იმ დღეს, როცა „გაუქმდა“ რეცხვა.

სხვათა შორის, დღეს ისევ „გაუქმდა“ - კარგი, კიდევ 10 დღე ვისხდებით ჭუჭყიანები. გარეცხვა არ შეიძლება, რადგან გასაშრობად ჩამოკიდებული ტანსაცმელი „კამერების ხედვას ფარავს“.

კითხვა: რატომ შეუძლია პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს სისტემატურად არღვიოს კანონი, მათ შორის, მოწმეების თანდასწრებითაც, და ადმინისტრაციის მხრიდან ამაზე არ იყოს არანაირი რეაქცია?" - წერს არტემ გრიბული. 

ცნობისთვის, წერილი მიმდინარე წლის 23 თებერვლით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 12 სექტემბერს  8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.

რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა იმასაც ამბობდა, რომ პოლიციელები მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.