ამერიკული და ებრაული ავიაცია ირანის ბაზებს უტევს - ვრცელდება ინფორმაცია მოკლულებზე
ამერიკულმა და ებრაულმა ავიაციამ თეირანში "ბასაჯის ტიტუშკების" ბაზას დაარტყეს - ვრცელდება ინფორმაცია ათეულობით მოკლულზე.
ისრაელის თავდაცვა იუწყება, რომ ახალი დარტყმები განახორციელეს ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებსა და ირანის დედაქალაქ თეირანზე. ისრაელი აცხადებს, რომ ორივე ადგილას „სამხედრო სამიზნეებს“ ურტყამს.
ასევე ცოტა ხნის წინ ამერიკის არმიის ცენტრალური სარდლობამ გაავრცელა განცხადება, სადაც იტყობინება ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებების, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების გამშვები პუნქტების და ავიაბაზების განადგურებაზე.
ჩვენმა ძალებმა განაგრძობადი ოპერაციების განმავლობაში გაანადგურეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მართვის პუნქტები, ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების გამშვები პუნქტები და ავიაბაზები. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ გადამწყვეტი ზომების მიღებას ირანის რეჟიმის მხრიდან მომავალი გარდაუვალი საფრთხეების წინააღმდეგ."- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარალელურად კი ირანი სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე თავდასხმებს აგრძელებს.
CNN-ის ცნობით, საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოს, სავარაუდოდ, ირანული დრონებით დაესხნენ თავს. ერაყის ქალაქ ერბილში აფეთქებების ხმები ისმოდა, ბაჰრეინში კი საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.
საუდის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე შეტევა ორი დრონით განხორციელდა. ინფორმაცია საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ამან „შეზღუდული ხანძარი და მცირე მატერიალური ზიანი“ გამოიწვია. უწყებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ერ-რიადსა და ალ-ხარჯისთან 8 დრონი მოიგერიეს.
CNN-ის ინფორმაციით, ერაყის ქურთისტანის რეგიონში, ერბილში, ადგილზე მყოფმა CNN-ის გუნდმა დღეს გამთენიისას აფეთქებების ხმამაღალი ხმები გაიგონა, რომელიც ერბილის აეროპორტის მხრიდან ისმოდა.