"პირველები" კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა
რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? - "პირველები" კომფლიქტის ზონაში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა.
"მე ვიმყოფები თელავივში და ბოლო სამი დღეა არ გაჩერებულა დაბომბვა და ხმა, რომელიც გვატყობინებს, რომ აუცილებლად ბუნკერის ოთახში უნდა შევიდეთ"- ყვება "პირველების" რესპოდენტი.
გუშინ უკვე გავიგეთ განსხვავებული დაბომბვის ხმები და ირანმა ალბათ შეცვალა სტრატეგია, სხვანაირ ბომბებს გვესვრის და ვნახეთ ჩვენ ვიდეოები, რომ ერთ ბომბს შეუძლია ბევრნაირად გაშალოს და ერთდროულად ბევრგან იყოს დაბომბვის ეპიცენტრი. ეს მშვიდი ეტაპი და სიწყნარე, რომელიც მოიცავს 10-15 წუთს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე ისევ მივიღებთ შეტყობინებას, რომ დაბრუნდეთ ბუნკერში," - ამბობს ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე.
გარეთ, შორ მანძილზე არ გავდივართ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მივიღოთ შეტყობინება, რომელსაც ვიღებთ ტელეფონზე და გვაქვს რამდენიმე წუთი, რომ გადავინაცვლოთ თავშესაფარში და ასევე, სანამ არ მივიღებთ შეტყობინებას, რომ შეგვიძლია დავტოვოთ თავშესაფარი, ვრჩებით ბუნკერებში.
ამ ეტაპზე, როგორც გვაქვს ინფორმაცია გასულ დღეებზე იყო პირდაპირი მოხვედრები და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი სამწუხაროდ," - განმარტავს საქართველოს მოქალაქე.
ემირატების ხელისუფლებამ გასცა ბრძანება იმის თაობაზე, რომ ვინც კი არიან დღესდღეობით სხვადასხვა სასტუმროებში, მათ უსასყიდლოდ აუნაზღაურებს ხარჯებს. უბრალოდ, რამდენადაც მე ვიცი და მინდა, რომ გაიგოს უფრო ფართო საზოგადოებამ, უნდა მიაწვდინონ ხმა, აჩვენონ თავისი ბილეთები, ჯავშნები, ის რომ ვერ გაფრინდნენ დროზე და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე შეძლებს ხელისუფლება მათ დახმარებას.
მინდა მოვუწოდო ყველას არ იყოს აჟიოტაჟი და პანიკა," - ამბობს ახლო აღმოსავლეთში მყოფი კიდევ ერთი ქართველი.
ირანში დაწყებული სამხედრო სპეცოპერაციიდან სამ დღეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში "ჩარჩენილი" მოქალაქეებისთვის სპეცრეისები შესრულდება.
სპეცრეისები, დღეს, ხვალ და ზეგ, შესრულდება ომანის სასულთნო - მუსკატიდან და რიადიდან (საუდის არაბეთი) თბილისის მიმართულებით.