რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან 5 ტონა მიმოზა შემოწმების გარეშე, დაჩქარებულად შევიდა
ბოლო 24 საათში რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან 5 ტონა მიმოზა შემოწმების გარეშე, დაჩქარებულად შევიდა. სოჭის საბაჟოზე აცხადებენ, რომ ყვავილების პარტიების შემოწმება პრიორიტეტულ რეჟიმში, პროდუქციის გადმოტვირთვის გარეშე ხდება, რათა შენარჩუნდეს მცენარისთვის აუცილებელი დაბალი ტემპერატურული რეჟიმი.
ქალთა საერთაშორისო დღის მოახლოებასთან ერთად, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით დიდი ოდენობით მიმოზაა გატანილი. სოჭის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე 300 ტონაზე მეტი ყვავილია გატანილი.
მიმოზის ძირითადი მიწოდება მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. შედარებისთვის, 2025 წელს სრულად აფხაზეთიდან რუსეთში სულ 400 ტონაზე მეტი მიმოზა შეიტანეს.