კობახიძემ პიტბულის, ჰასკის და კანე კორსოს მოშენებაზე მორატორიუმი გამოაცხადა
საქართველოში ძაღლების რიგი ჯიშების მოშენებაზე სამწლიანი მორატორიუმი ცხადდება. შესაბამის დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. გადაწყვეტილების მიზეზად ჰიპერპოპულაციის მართვა სახელდება.
დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვა ვრცელდება პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ჯიშებზე, მათ შორის: ამერიკულ პიტ ბულ ტერიერზე, ფილა ბრაზილეიროზე, სტაფორდშირის ტერიერზე, არგენტინულ დოგზე, ტოსა ინუზე, კანე კორსოზე და სტაფორდშირ ბულ ტერიერზე. მორატორიუმი ასევე შეეხება ჰასკის, მალამუტისა და ლაიკას ჯიშებს.
კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები განახორციელებენ.
დადგენილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა.