ილიაუნი რეფორმის წინააღმდეგ - პროფესორები და რექტორი განათლების სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვენ
„შეაჩერეთ განათლების რეფორმა“ - ამ მოთხოვნით დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი საგანგებო განცხადება გაკეთდა.
ტურიზმისა და ბიზნესის სკოლის პროფესორები განათლების მინისტრსა და "ოცნების" ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაკულტეტების დახურვა ილიას უნივერსიტეტის არსებითი ფუნქციის გაუქმების ტოლფასი იქნება. მათი შეფასებით, დაგეგმილი ცვლილებები უნივერსიტეტის სტრუქტურასა და აკადემიურ საქმიანობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.
იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ჰქონდა ბიზნესგანათლებას უმაღლეს განათლებაში, ვერცერთ მათგანს ვერ პასუხობს აღნიშნული ცვლილებები და აქვს წუხილი, რომ პირიქით, ჩვენ შეიძლება, არა გაუმჯობესებული ბიზნესგანათლება მივიღოთ ქვეყანაში, არამედ უფრო ნაკლებ ხარისხიანი იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც იგეგმება. ცვლილებები კლავს დინამიზმს და კონკურენციას სისტემაში, მაგრამ ვერ პასუხოს მის, ფაქტობრივად, ვერცერთ ძირითად გამოწვევას, - განაცხადეს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლების კრიტიკას ეხმაურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძეც, რომელიც აცხადებს, რომ განათლების სამინისტროსთან გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
მისი თქმით, უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, რის გამოც ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძესაც მიმართა.
რექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები უნივერსიტეტების ჩართულობით და აკადემიური საზოგადოების მონაწილეობით მიიღებოდეს.
გუშინ იყო ერთი ასეთი შეხვედრა განათლებისა და მეციერების მინისტრთან, სამწუხაროდ, ნულოვანი შედეგით დასრულდა ის, იმიტომ, რომ არცერთი ჩენი არგუმენტი არ გაითვალისწინეს და ჩვენ, ასევე, გაგზავნილი გვაქვს წერილი პრემიერ-მინისტრთან, იმიტომ, რომ ვალდებულია, 17 500 სტუდენტი და 3 ათასზე მეტი თანამშრომელი დგას ამ ინსტიტუციის უკან და კიდევ ვიმეორებ, ამ ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო საკითხებზე მუშაობს. აუცილებლად უნდა მოგვისმინონ და ჩვენთან ერთად, უნივერსიტეტების მონაწილეობით, კი, ბატონო, ერთად მოვიფიქროთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რა არის საჭირო ამ ქვეყნისთვის და არა ისე, რომ შეიკრიბნონ თვითონ ოთახში და თვითონ განსაზღვრონ ძალოვანმა მინისტრებმა რა სჭირება განათლებას, - ამობს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.
უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსოტეტის პროფესორ-მასწავლებლები იმართავენ "ქართულ ოცნებას" და განათლების სამინისტროს, რომ მათ კითხვებზე პასუხები გასცენ.