BBC: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიოში ნავთობი ფასი გაიზარდა
„ბიბისის“ ცნობით, ირანში აშშ-ისა და ისრაელის ომის ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნევრივი აირის ფასები გაიზარდა, ასევე დაეცა აქციების ფასი, ხოლო დოლარის კურსი კი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გაიზარდა.
როგორც გამოცემა წერს, ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია შიშმა, რომ კონფლიქტი შეაჩერებდა სპარსეთის ყურიდან ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის საზღვაო ექსპორტს.
2024 წლის ივლისის შემდეგ პირველად „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 85 დოლარს მიაღწია.
რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, მისი ფასი გაიზარდა, რადგან ინვესტორები, რომლებიც მსგავსი არეულობის დროს უფრო უსაფრთხო ვალუტას ეძებენ, ამერიკულ აქტივებზე გადავიდნენ.