ვინ და რამდენი შესწირა “ქართულ ოცნებას“ იანვრის თვეში?

03.03.26 18:27
ვინ და რამდენი შესწირა “ქართულ ოცნებას“ იანვრის თვეში?

ვინ აჩუქა ფული “ქართულ ოცნებას “- 2026 წლის შემომწირველებში მხოლოდ იანვრის 15 დღე ჩანს და აქედანაც კარგად ირკვევა, ვინ არის პარტიის მთავარი დამფინანსებელი. ჯამში “ოცნების “ანგარიშზე წლის პირველ თვეში 290 ათასი ლარი დაგროვდა.

როგორც ირკვევა პირველი, ვინც პარტიის ანგარიშზე ფული ჩარიცხა თბილისის მერი, კახა კალაძეა. მან პარტიას 12 ათასი ლარი შესწირა. ამის შემდეგ კი სიაში ჩნდებიან მხოლოდ “ქართუ“ ჯგუფთან დაკავშირებული პირები. 

შემოწირულობების რაოდენობა განსხვავებულია, მაგალითად, “ქართუ“ ბანკის“ ხელმძღვანელმა ნატო ხაინდარავამ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა, დირექტორატის წევრებმა კი 40 და 30 ათასები.

იანვრის 2 კვირაში, ჯამში, მხოლოდ “ქართუსთან“ დაკავშირებული პირებისგან 235 ათასი ლარი მოხვდა პარტიის ნაგარიშზე.

მკვლევარები ამბობენ, რომ ჯგუფურად შეწირულობის თემა დიდი ხანია არსებობს და ის “ოცნებამ“ აამუშავა. მათი თქმით, ეს ყველაფერი არის იმის დასტური, რომ ბიძინა ივანიშვილი “ქართუს“ წევრების გავლით აფინანსებს პარტიას, თუმცა, არავის სჯერა, რომ ეს მათი პირადი თანხაა. 

ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის შავი ფული, რომელიც ხვდება “ოცნების“ ანგარიშზე.

მაშინ როცა “ქართული ოცნება“ პარტიებს კრძალავს, “ოცნებაში“ 15 დღეში 290 ათასი მიაქვთ, ეს მიმტანები ძირითადად “ქართუ“ ბანკის თანამშრომლები არიან და მოქმედი მერი. “ქართუ“ ჯგუფის თანამშრომლები, რომლებიც ესე სტაბილურად, ყოველთვის 60 ათასს აძლევენ “ოცნებას“ ეს არის მარტივი ასახსნელი, რომ ეს არის შავი ფული, რომელიც მისცეს ამა დამაინებს და შემდეგ ამ ხალხმა შეწირულობა გააკეთეს მათ სასარგებლოდ. ივანიშვილი “ქართუ“ ჯგუფის და მისი თანამშრომლების გავლით აფინანსებს “ქართულ ოცნებას“. ეს თანხები შესასწავლია, - ამბობს ბესიკ დონაძე.

მრავალი წელია, ამ ტაქტიკით წირავენ თანხას “ქართულ ოცნებას“, - ამბობს გიგი ჩიხლაძე. მისი თქმით,   “ბევრ კომპანიას არაფორმალური ვალდებულება აქვს შეწიროს რაღაც თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იციან რა დაემართება მათ ბიზნესს“.

დაახლოებით 1 კვირის ინტერვალით, წელიწადში ერთხელ, მაქსიმალურ თანხას, როგორც წესი, აქ ზღვარი წაშლილია იურიდიულ პირსა და ფიზიკურს შორის, მათ შეუძლიათ, რომ თუ ადრე იურდიული პირის მეშვეობით შეეძლოთ შეწირვა, ახლა დირექტორები წირავენ იგივე თანხას, გაინაწილებენ და... “ქართული ოცნების“ პერიოდში ეს ჯგუფური შემოწირულობა დამახასიათებელია, მიზეზი რამდენიმეა - ერთ -ერთი იყო ის, რომ დამალულიყო რეალური ფულსი წყარო, თითქოს, მოქალაქეები წირავენ ამას და ფულის წყარო იყო ერთი, ბევრ კომპანიას არაფორმალური ვალდებულება აქვს შეწიროს რაღაც თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იციან რა დაემართება მათ ბიზნესს, - ამბობს გიგი ჩიხლაძე.