ბაია მარგიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
სხდომაზე საქმის მასალების დახევისა და მოსამართლის უპატივცემულობის საბაბით, ბაია მარგიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.
სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველ ვიდეოს თავად მარგიშვილი ავრცელებს.
პროკურატურას მიაჩნია, რომ მარგიშვილის ქმედება დანაშულებრივია.
2025 წლის 7 ნოემბერს, 14:48 საათზე, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ბაია მარგიშვილმა ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის - ზვიად ცეკვავას შეურაცხყოფით, კერძოდ, მოსამართლეს უთხრა, რომ არ თვლიდა მას მოსამართლედ და რომ კონსტიტუცია ჰქონდა თავზე გადახეული, ასევე, მოსამართლის თვალწინ დახია საქმის მასალები და დაყარა მის მაგიდაზე“, - წერია ბრალდების დადგენილებაში.
მარგიშვილი მიიჩნევს, რომ რეჟიმი მის განადგურებას მიზანმიმართულად ცდილობს.
დ ა მ ხ ო ბ ა რეჟიმს რომელიც ახლა მიზანმიმართულად ჩემს განადგურებას ცდილობს ბოლომდე, ორი რამის გამო.
პირველი აი ეს 5 წუთიანი ჩანაწერია სადაც ჯალათ ცეკვავას დავახიე ჩემი საქმის მასალები და მეორე საკუთარ მოძალადეს გია (გიორგი) ვარდიაშვილს, რომ ვუჩივლე და მთელი რეჟიმის პროკურატურა, შსს და სახალხო დამცველის აპარატი გულმოდგინედ მიფარცხავენ საქმეს უკვე 1 წელი და 10 თვეა. მკვლელობაა ის რასაც ესენი ჩადიან.ყოველდღე ტერორში ვარ.
თანამებრძოლებო წარმოდგენაც კი არ გაქვთ რა გადავიტანე და კიდევ რისი გადატანა მიწევს.
ახლა ადმინისტრაციული დამიმატეს ზევიდან კიდევ, ჩემი ძალადობის საქმის გენინსპექციის პროკურორი ირაკლი ცერეკიძე, დაზარალებულის კორდინატორი ანა გამეზარდაშვილი და საქმის მესამე პროკურორი (არ მოგესმათ მესამე პროკურორი ჰყავს) გიორგი დოლაკიძე თურმე შეუარცხყოფილები არიან და მიჩივიან და ხვალ მესამედ მიპირებრენ იზოლატორში გაშვებას და ამ დროს ჩემი მოძალადე დაგულაობს და ხელს არავინ კიდებს.
აიათოლას ბედის გაზიარებას გისურვებთ ყველას ვინც ასე მაწამეთ და გამაუბედურეთ, ისედაც ნაწამები და გაუბედურებული ქალი, მოძალადე გია (გიორგი) ვარდიაშვილის მიერ,- წერს მარგიშვილი.
მას ბრალი სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს 1-დან 2 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.