კიდევ ერთი დედა სისტემის წინააღმდეგ - რატომ არ აკავებენ არასრუწლოვნის წინააღმდეგ ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს?

03.03.26 20:53
კიდევ ერთი დედა სისტემის  წინააღმდეგ - რატომ არ აკავებენ არასრუწლოვნის წინააღმდეგ ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს?

„სასაცილოა“ — ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 16 წლის არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა „გადამოწმების მიზნით“ გააჩერეს. ოჯახის და ადვოკატის განცხადებით, მას აიძულებდნენ ეღიარებინა, თითქოს ნარკოტიკების განთავსებაში იყო ჩართული. მათი თქმით, აღიარების მიუღებლობის შემდეგ მოზარდს თითების დამტვრევითა და პატიმარი მამის მიმართ ძალადობის მუქარით აშინებდნენ.

ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, რომელიც, ადვოკატის მტკიცებით, მინიმუმ ექვსი პოლიციელის შესაძლო მონაწილეობას ასახავს, დაკავებულია ერთი სამართალდამცავი — ლუკა ხურცილავა. არასრულწლოვნის ოჯახი დანარჩენი პირების პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვს. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში იკვეთება მუქარის, არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები და შესაბამისი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, როგორც ირკვევა, ჩანს სამართალდამცავთა სახეები და ისმის მათი სახელები და გვარები. არასრულწლოვნის თქმით, კადრები მან ფარულად გადაიღო. ოჯახის პოზიციით, აღნიშნული მასალა საკმარისი მტკიცებულებაა სრულფასოვანი გამოძიებისა და პასუხისმგებლობის დასაყენებლად.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.