კონკურენციის სააგენტო კარტერულ გარიგებას არ ადასტურებს - ფასების ზრდის მიზეზებად ქეშბექი და ხარჯები სახელდება

03.03.26 21:17
კონკურენციის სააგენტო კარტერულ გარიგებას არ ადასტურებს - ფასების ზრდის მიზეზებად ქეშბექი და ხარჯები სახელდება

კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ქსელურ სუპერმარკეტებს შორის კარტერული გარიგების ნიშნები არ იკვეთება და ბაზარზე მაღალი კონკურენცია არსებობს. შესაბამისი ანგარიში ირაკლი ლექვინაძის უწყებამ მოამზადა, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია ფასების დინამიკის ანალიზია.

დოკუმენტში ფასების ზრდის რამდენიმე შესაძლო ფაქტორია დასახელებული. მათ შორისაა ე.წ. ქეშბექის მექანიზმი — როდესაც დისტრიბუტორები და მწარმოებლები ქსელურ მაღაზიებს პროდუქტის რეალიზაციისთვის გარკვეულ თანხას უხდიან.

სააგენტოს შეფასებით, ქეშბექის სრულად გაუქმება ან შემცირება ავტომატურად ფასების კლებას არ გამოიწვევს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში საცალო ქსელებმა შესაძლოა ფასნამატი გაზარდონ.

ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფოს მოუწოდებენ, დეტალურად გააანალიზოს პროდუქტის იმპორტისა და რეალიზაციის ხარჯები — რა უჯდება პროდუქტის შემოტანა დისტრიბუტორს და რა ხარჯები აქვს მაღაზიას. მათი თქმით, თუ ხელისუფლება ფასების შემცირებას ადმინისტრაციული ზეწოლით ეცდება, ეს ხელოვნური ჩარევა საბოლოოდ მომხმარებლებს დააზარალებს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.