ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში - დაკავებულია 10-მდე პირი

07.11.21 15:00
ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში - დაკავებულია 10-მდე პირი

მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივების ნაწილი ტაძრის ეზოში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. ამ ფაქტმა დაპირისპირება გამოიწვია.

ურთიერთშელაპარაკებისას ტერიტორიიდან გაიყვანეს განკვეთილი ბერები.  ისინი სავარაუდოდ მარტვილის პოლიციაში არიან გადაყვანილი.

დღეს მარტვილში, სალხინოს მონასტერში საკვირაო ლოცვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ აღავლინა. 

მსგავსი სიახლეები