თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმის განხილვა იწყება. ცნობილია, რომ პროცესი ბექა მაჭავარიანის უფლებამდაცველის შუამდგომლობით გაიხსნება.
ადვოკატმა საქმეში ჩადო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ დაკავებულ მაჭავარიანს ჯანმრთელობის მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს, შესაბამისად, 4 ოქტობრის მოვლენების დროს საკუთარ ქმედებას ვერ აცნობიერებდა.
სწორედ ამის საფუძველზე ინტერესების დამცველი დღევანდელ სხდომაზე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
ექსპერტების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული ბექა მაჭავარიანი დაავადებულია შიზოფრენიული აშლილობით, არასრული რემისიის სახით. ექსპერტები მსჯელობენ, რომ ბრალად შერაცხული ქმედების დროს ის ვერ უწევდა ანგარიშს საკუთარ თავს და არ შეეძლო, გაეცნობიერებინა მისი ქმედება. თუმცა, ამავდროულად, ექსპერტები განმარტავენ, რომ დღევანდელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ საჭიროებს იძებით მკურნალობას. საერთო ჯამში, მის მიმართ დადგენილია შეზღუდული შეურაცხადობა, რომლის საფუძველზეც დღეს მე, როგორც მისი უფლებამდაცველი, შევდივარ შუამდგომლობით სასამართლოს წინაშე, რათა მის მიმართ შეცვლილი იყოს აღკვთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, დაგიდასტურებთ, რომ მზაობა გამოტქვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, თუმცა ჯერჯერობით მიმდინარეობს მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, განცხადებით მივმართოთ საქართველოს მთავარ პროკურატურას. სავარაუდოდ, ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ ბრალდებას, - ამბობს მაჭავარაიანის ადვოკატი.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მოწმეების დაკითხვაა დაგეგმილი. საქმეში ორი მოწმე ფიგურირებს - ერთი დაზარალებული პოლიციელია, მეორე კი ექსპერტი.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს დაკავებულებმა ყაველაშვილის სამსახურის ტერიტორიაზე მდებარე რკინის ღობე დააზიანეს. თუმცა, პროცესზე აქამდე დაკითხულ ვერცერთმა მოწმემ ვერ დააკონკრეტა, რომელმა ბრალდებულმა შეძლო რამდენიმე წამში მძიმე რკინის ღობის წაქცევა.