სასამართლოში სამართალდმაცავების განსაკუთრებული მობილიზებაა - ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს კოკა მორგოშია იკითხება

04.03.26 11:24
სასამართლოში სამართალდმაცავების განსაკუთრებული მობილიზებაა - ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს კოკა მორგოშია იკითხება

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, კოკა მორგოშა სასამართლოშია - სწორედ "ალტ ინფოს" ლიდერი და ლევან ჯანგველაძის მეგობარი მისცემს დღეს ჩვენებას სასამართლოს ოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე. 

ამ ფაქტის გამო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც სამართალდმაცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიციელები იმყოფებიან როგორც სასამართლოს გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უკვე გახსნა სხდომა, სადაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესის დაწყებამდე "ალტ-ინფოს" ლიდერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სასამართლოს დეტალურად მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რაც მოკლულ ლევან ჯანგველაძესან პირადად ჰქონდა საუბარი. 

როგორც მორგოშიამ განაცხადა, „რომ არა ფორსმაჟორული სიტუაცია, რაც ჯანგველაძის მეგობრის გარდაცვალებით იყო გამოწვეული, ის შემდეგ ჩამოსვლაზე დაცვის აყვანას გეგმავდა”.

მისივე თქმით,  მას ლევან ჯანგველაძისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის ოთარ-რომანოვ ფარცხალაძისგან საფრთხეს გრძნობდა. 

მე იმას ვიტყვი, რაზეც მე და ლევან გვქონია საუბარი და იმ ფაქტორებს გავუსვამ ხაზს, რასაც მე ვესაუბრებოდი ლევანს ამ მოსალოდნელ საქმესთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ ისე დასრულდა, როგროც დასრულდა. (ეს საფრთხეო მოდიოდა) ფარცხალაძისგან რა თქმა უნდა. 

ლევანი შემდეგი ჩამოსვლის დროს რომ არა ფორსმაჟორული სიტუაცია, რაც ჯანგველაძის მეგობრის გარდაცვალებით იყო გამოწვეული, ის შემდეგ ჩამოსვლაზე დაცვა უნდა აეყვანა თბილისში. ახლა იყო უკვე სიტუაცია პირადად ჩემს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და როდესაც გამოკითხვსი ოქმი შედგა, ეს უბრალოდ ჯვარედინად გადავიდა გამოძიებაში, იმიტომ, რომ სხვა მოსაზრებებსაც შევეხე და დღეს ამიტომ ვარ დაბარებული", - განაცხადა მორგოშიამ. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.