ჩხუბი მოსწავლე გოგონებს შორის - "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანს დაზიანება ბრალგვი საგნით აქვს მიყენებული

04.03.26 11:39
ჩხუბი მოსწავლე გოგონებს შორის - "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანს დაზიანება ბრალგვი საგნით აქვს მიყენებული

ჩხუბი სკოლის მოსწავლე გოგონებს შორის - "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანს დაზიანება ბრალგვი საგნით აქვს მიყენებული.

გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის მარჯანიშვილის მეტროს წინ მოხდა. როგორც "პირველებს" თვითმხილველები ერთ-ერთმა გოგონამ მის თანატოლს ჯერ დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. 

მოსწავლე რომელსაც დაზიანება აქვს მიყენებული, კლინიკაშია გადაყვანილი და ის ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

შსს-ში "პირელებს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, უწყებას იდენტფიცირებული ჰყავს თუ არა გოგონა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, თანატოლს ბლაგვი საგნით გაუსწორდა.