მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს აღდგება - მეუფე სტეფანე
მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს არ აღდგება, ეკლესიას ვერავინ მოერევა, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტერში ქადაგებისას თქვა. როგორც მიტროპოლიტმა ქადაგებისას აღნიშნა, ეკლესიას ვერავინ მოერევა.
კვლავ აღდგა ეკლესიის ძალმოსილება და ჩვენ ერთობლივად ვასრულებთ საკვირაო წირვას, რომელიც ყველანაირი შეზღუდვისგან თავისუფალია და ტარდება ისე, როგორც არის ჩასატარებელი მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამ მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს არ აღდგება. ეკლესიას ვერავინ მოერევა. ვერც თვითნებურად შემოჭრილი ადამიანები, ვერც ადამიანები, რომლებიც იყვნენ,ცხოვრობდნენ და განუდგნენ ღმერთს და განუდგნენ უფალს.
პატრიარქს აგინებ, ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს არის ბრძოლა სიწმინდისთვის, რეალურად ეს არის ბრძოლა თავისი უგუნურობით ეკლესიისა და უფლის წინააღმდეგ. უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის და მთლიანად, ეკლესიის დიდი მოთმინებით, ყველა ცდილობდა, რომ ეს ადამიანები არ დაკარგულიყვნენ ეკლესიის წინაშე, თუმცა, მრავალი მოქმედების მიუხედავად, რაც იყო მიმართული იმისკენ, რომ ისინი უფლისკენ მოტრიალებულიყვნენ, წმინდა ეკლესია ეღიარებინათ და სულიწმიდის მადლით მოქმედებები წმინდა სინოდისა მიეღოთ, როგორც სახელმძღვანელო მათი ცხოვრებისა, მოხდა ისე, რომ საპირისპიროდ გააკეთეს ყველაფერი. მათთვის სამწუხაროა და ჩვენთვისაც, რომ ისინი ამ მდგომარეობაში არიან, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ უფალმა მისცა ძალა თავის ეკლესიას, კლავ გამოეჩინა თავისი ძალა, არა ფიზიკური ძალა, არამედ სულიერი ძალა, რომლითაც ვითარება განიკურნა", - თქვა ქადაგებისას ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ.