მივესალმები პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებას - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძე

04.03.26 16:38
მივესალმები პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებას - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძე

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ბექა კვაჭანტირაძემ დღეს სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. 

კვაჭანტირაძემ მოსამართლე თამარ მახარობლიძეს უთხრა, რომ მისთვის პატივია, იყოს ბრალდებული პოლიტიკურ საქმეზე.

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ასევე გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებასაც და მათ წარმტება უსურვა.  რომ 

„მე გახლავართ კახაბერ კვაჭანტირაძე. პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, ვინაიდან პოლიტპატიმრად ვთვლი ჩემ თავს და მეგობრებს. კოლაბორანტ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ყველამ ვიცით, ვინც არიან, არ ვილაპარაკებ მათზე. მესმის თქვენიც, თქვენო ღირსებავ, ვიცი, რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩემთვის, როგორიც რიგითი ქართველისთვის პატივია, რომ ბრალდებული ვარ პოლიტიკურ საქმეზე.

მივესალმები პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებას. მინდა მათ წარმატება ვუსურვო, ჩვენ მყარად ვართ და ყველაფერი მაგრად იქნება, საქართველო გაიმარჯვებს.

ყველა ის სუბიექტი, რომლებიც ფსევდო ოპოზიციად ითვლებიან, მათ ასე გადავცემ მე, კახაბერ კვაჭანტირაძე - ლუსტრირებული ხართ, ბატონებო!"- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები