ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში - პროკურორი

04.03.26 18:12
ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში  - პროკურორი

გიგა ავალიანის საქმეზე დღეს  ექსპერტები გამოკითხეს. პროკურატურის მტკიცებით, სამედიცინო ექსპერტმაა დღევანდელ პროცესზე წერტილი დაუსვა საკითხს რომელზეც  დაცვის მხარე აპელირებს.  ექსპერტმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მოყენებული დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში აქვს.

დღესვე გამოკითხეს ერთერთი ის მოზარდი, რომელიც დანაშაულის საღამოს შემთხვევის ადგილზე იყო. თუმცა პროკურატურის ვერსიას დაკავებული მოზარდების მშობლები კატეგორიულად არ იზიარებენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერტილი დაესვა ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რასაც მხარე აპელირებს, რომ გიგა ავალიანს თავის დარტყმით განუვითარდა ტრავმა , - თქვა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ.

პროკურორის თქმით, დადასტურდა, რომ გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა.

„სამედიცინო ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში, საიდანაც დაიწყო მოტეხილობის ბზარი და გაგრძელდა უკან მიმართულებით. შესაბამისად, სპეკულაციას ექსპერტებმა დაუსვეს წერტილი.

მინდ აღვნიშნო, რომ მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ გიგა ავალიანისთვის ძალადობის განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ყიდულობდა სახლისათვის პროდუქტებს, ბრალდებულები ყიდულობდნენ ელექტრო შოკს და სხვა საგნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ამ საქმეში არის რეალობა და გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.