სოლიდარობა ილიაუნს - სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
სოლიდარობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს - ამ წუთებში სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ.
სტუდენტების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმას წარადგენენ, თუ როგორ აპირებენ უნივერსიტეტის დაცვას, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ასევე ადმინისტრაცია შეიკრიბა იმისთვის, რომ წარადგინოს სტრატეგია და გეგმა, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენი უნივერსიტეტის დაცვას. მოცემული გეგმის წარდგენის შემდეგ იქნება კენჭისყრა, რადგან გადავწყვიტოთ და შევჯერდეთ მოცემულ გეგმაზე. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ასევე სხვა უნივერსიტეტებთან, რადგან აქციებისთვის მაქსიმალური ჩართულობა და აქტიურობა იყოს, დღეს წარვადგენთ გეგმას, ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად და კენჭისყრის მეშვეობით მივიღებთ გადაწყვეტილებებს," - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლიკა ლორთქიფანიძე.