ქართულ სასამართლოებში მზია ამაღლობელის საქმეზე დავა დასრულებულია - ადვოკატებს საქმე სტრასბურგში მიაქვთ

04.03.26 19:27
ქართულ სასამართლოებში მზია ამაღლობელის საქმეზე დავა დასრულებულია - ადვოკატებს საქმე სტრასბურგში მიაქვთ

"ნეტგაზეთისა" და ბათუმელების" დამფუძნებლის, სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა. 

  • ცნობისთვის, ჟურნალისტის ძირითადი საქმის სტრასბურგში გაგზავნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო, შესაბამისად ქართულ სასამართლოებში საქმეზე დავა დასრულდა. 

მაია მწარიაშვილის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ორი საქმე უკვე წასულია, მესამე უახლოეს მომავალში წავა და ძირითადი საქმეც ფაქტიურად დასრულებული აქვთ ადვოკატებს. 

ასეთი დაბალი აზრის უზენაესი სასამართლოს თანაშემწეების კვალიფიკაციაზეც კი არ ვარ, რომ ასე3თი მდარე სამართლებრივი ღირებულების მქონე დოკუმენტის მომზადება შეუძლიათ. ანუ, თანაშემწისგანაც კი არ ველოდი მართალი გითხრათ, ასეთი გადწყვეტილების მომზადებას, უმრავლეს შემთხვევაში თანაშემწეები წერენ ხოლმე, მაგრამ ეს კიდევ რაღაც ამის მიღმა გახლავთ.

ამიტომ, ყველა ასეთი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებების ქვეშ არის კონკრეტული მოსამართლეების ხელმოწერები, ეს მათ აქტივში ჩაწერილი გადაწყვეტილებებია და ამ მოსამართლეებს ყოველთვის მოუწევთ ატარონ ასეთი მდარე სამართლებრივი, მდარე ყველაზე მსუბუქი შეფასებით, დოკუმენტების ტვირთი. 

მართალი გითხრათ, რამდენიმეჯერ მეყო ნერვები ამ გადაწყვეტილების წაკითხვაზე და ყველა ჯერზე შემრცხვა რამდენჯერაც არ წავიკითხე ეს გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ ეს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ. [...]

თუ ამ ყველაზე ცუდ პროცესში რაიმე კარგი და სასარგებლო შეიძლება იყოს ამ წუთას ჩვენთვის, დიახ, ეს გახლავთ, რომ ქართული მართლმსაჯულება ასე სწრაფად და სამარცხვინოდ დასრულდა ამ საქმეზე, ეს არის ქართული მართლსმაჯულების ბოლო შემაჯამებელი აკორდი ამ საქმეზე. ისე სამარცხვინოდ დასრულდა, როგორც დაიწყო, მაგრამ მე თუ მკითხავთ უფრო სამარცხვინოდ დასრულდა, ვიდრე დაიწყო.

ამიტომ, ეს ჩვენთვის არის გზა, რომ გავასაჩივროთ ძირითადი საქმე სტრასბურგის სასამართლოში, მოგეხსენებათ ორი საჩივარი წასულია, მესამე საჩივარი უახლოეს მომავალში წავა კიდევ ამ საქმის გარკვეულ მიმართულებებზე და ძირითადი საქმეც ფაქტიურად დასრულებული გვაქვს და დაიწყება უკვე ათვლა 4-თვიანი ვადის და ეს საქმე თავისთავად ცხადია გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში," - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.