"მეზღაპრე მოწმეების იმედად დარჩენილები" - რა ხდებოდა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესზე?
პატივია, რომ ვარ ბრალდებული პოლიტიკურ საქმეზე - ამ სიტყვებით მიიმართა დღეს ბრალდებულმა კახაბერ კვაჭანტირაძემ სასახლის ღობის საქმის მოსამართლეს. თამარ მახარობლიძეს აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის დროს ბრალდებულმა განუმარტა, რომ პოლიტიკური ნიშნით, მტკიცებულებების არ არსებობის საფუძველზე ასამართლებენ. პროცესზე სიტყვის უფლებით სამმა ბრალდებულმა ისარგებლა, მანუჩარ მიქელაძემ და კახაბერ კვაჭანტირაძემ პირდაპირ თქვეს, რომ პროკურატურა ე.წ მეზღაპრე მოწმეების იმედადაა დარჩენილი.
ყოფილი პოლიციელი და ჯარისკაცი იური ლომიძე ამტკიცებდა, რომ შეურაცხმყოფელია ბრალი რომელიც მას წაუყენეს. ლომიძეს 4 ოქტომბერს პოლიციელისთვის დროშის ტარის ჩარტყმას ედავებიან, თადარიგისა და პოლიციის კაპიტანი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ასეთ მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. კადრებში, რომელიც პროკურატურამ საქმეში ჩადო, იური ლომიძე საკუთარ თავს ვერ ცნობს.
დღეს სხდომაზე ადვოკატმა წარადგინა ბექა მაჭავარიანის სამედიცინო დოკუმენტები, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს რაც მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს, თუმცა მოსამართლემ პატიმრობა ძალაში დატოვა,ა მიტომ მაჭავარიანი საპროცესოს გაფორმებაზე პროკურატურას მიმართავს.