ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზედენტს ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა! - კულუმბეგოვი
ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტოს შიმშილობა. ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს. კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ არც ერთი დონის მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია, შიმშილის შემდგომი რისკებისგან დააზღვიოს ადამიანი.
მოშიმშილე, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა! არც ერთი დონის მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია, შიმშილის შემდგომი რისკებისგან დააზღვიოს ადამიანი! პოლიტიკურ დისკუსში არ შევდივარ, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ეს არის როგორც ექიმის და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის პოზიცია", - წერს კულუმბეგოვი.
მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.