ამოღებულია "სუბოქსინის" აბები - სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე 1 პირი დააკავეს

05.03.26 10:43
ამოღებულია "სუბოქსინის" აბები - სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე 1 პირი დააკავეს

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით  - 1974 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია "სუბოქსინის" აბები, რაც ბრალდებულს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით  - 1974 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც ბრალდებულს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.