სენაკში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

05.03.26 12:06
სენაკში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სენაკში, შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ცეცხლი "ნატოჩაოს უბანში", გვიან ღამით, ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, 70 წლამდე კაცმა, რომელიც დარაჯად მუშაობდა, შენობიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახრდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.