გიორგი ჯოხაძე დათო მიქაძესთან ერთად არაერთხელ მინახავს "საშხაპეში" - დავით ჩუბინიძე
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე "საშხაპე" დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის შეხვედრის ერთ-ერთი ადგილი იყო - ეს დღეს სასამართლო პროცესზე, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, დავით მიქაძის მეგობარმა დავით ჩუბინიძემ დაადასტურა.
ჯოხაძე “საშხაპეში” მინახავს, ის და დავით მიქაძე საუზმობდნენ ერთად. ასევე ჯოხაძე მინახავს დაბადების დღეებზე - განაცხადა მოწმემ სასამართლოზე.
- მოწმე დავით ჩუბინიძე ასევე ბრალდებულიცაა. გამოძიების ინფორმაციით, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.
რატომ არის "საშხაპის" ეპიზოდი მნიშნველოვანი:
- უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე "საშხაპეში", რომელიც არაოფიციალური ინფრომაციით, ძმებ მიქაძეებს ეკუთვნის, ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები 2025 წლის 22 სექტემბერს ჩატარდა.
- არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ საშხაპეში მდებარეობს ის ოთახები, სადაც საქმის გარჩევები მიმდინარეობდა ძმები მიქაძეების მონაწილეობით.
- აღნიშნული საშხაპე ფიგურირებს იმ ჩანაწერებში, რომლებიც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში დევს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იქ გადაადგილდებოდა ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურიც.
გელა უძილაურის გიორგი ჯოხაძესთან ერთად ნახვას ადასტურებს დავით ჩუბინიძეც. მოწმე ასევე საუბრობს ოთარ ფარცხალაძეზე, რომელსაც გამოძიება "კანონიერი ქურდის ძმის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
დავით მიქაძის მეგობარი ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი დაბადების დღეებზე უნახავს.
დავით ჩუბინიძე ირწმუნება, რომ ოთარ ფარცხალაძე "საშხაპეში" არ უნახავს - "მისი მძღოლი რეცხავდა ხოლმე იქ მანქანას".
დავითი ჩემი მეგობარია. გიორგი მიქაძესთან ნაკლებად ახლო ურთიერთიბა მაქვს. გიორგი ჯოხაძეს ვიცნობ, მთელი თბილისი იცნობს. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი 2012 წლამდე. ლეიტენანტი ვიყავი. ამის შემდეგ კერძო დაცვის სამსახურში დავსაქმდი, მინიტორინგის ჯგუფში. ტელეფონის რამდენიმე ნომერი მქონდა მაგრამ ძირითადად ერთს ვიყენებდი. 2014 წლიდან ვიცნობ დავით მიქაძეს საერთო სუფრაზე მოვხვდით და დავმეგობრდით. არანაირი ვალდებულება, მეგობრულად მეხმარებოდა ხოლმე ფინანსურადაც. ბოლოს დავით მიქაძე ვნახე დაახლოებით 1 წლის წინ სანამ სამკურნალოდ წავიდოდა. დასაქმებული არ ვყოფილვარ მასთან, ჩემი ნება სურვილით მივდიოდი როცა დრო მქონდა და ის მეხმარებოდა ფინანსურად. კვირაში ორჯერ ან სამჯერ მივდიოდი. მისი დაცვის თანმშრომლებთანაც ვმეგობრობდი. რამდენიმეს რეკომენდაცია მე გავუწიე. თან ინტრუქტაჟს ვუტარებდი ხოლმე მათ. დავით მიქაძეს 2 მანქანა ჰყავდა. ერთი შავი პრადო და “ტრისტა”(ლენდ კრუიზერი 300).
გიორგი ჯოხაძე დათო მიქაძესთან ერთად არაერთხელ მინახავს. “საშხაპეშიც,”დაბადებისდღეებზე.. თავისუფალი დრო როც მქონდა სულ დავყვებოდი. გელა უძილაური ვიცი ვინც იყო. მეც სპეცრაზმელი ვიყავი და ეგეც. ერთად არ გვიმუშავია მაგრამ.. ვიცი ახლა რაც უნდა მკითხოთ… ჯოხაძესთან ერთად მყავს წლების წინ ნანახი. გვისაუბრია ერთმანეთთან გამარჯობა-გაგიმარჯოს. ჯოხაძე “საშხაპეში” მინახავს, ის და დავით მიქაძე საუზმობდნენ ერთად. გიორგი მიქაძე არა. ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ, როგორც მთელი საქართველო… დაბადებისდღეებზე მინახავს, იყო ხოლმე ასეთი მომენტები, რომ დამინახავს.. იქ იყო ხოლმე დავით მიქაძე", - განაცხადა ჩუბინიძემ.
გამოკითხვის ოქმში დავით ჩუბინიძე წერს, რომ მუშაობდა დათო მიქაძესთან. დღეს თქვა, რომ ეს გამომძიებლის ინტერპრეტაციაა და ხელი იმიტომ მოაწერა, რომ ნდობა ჩამოუყალიბდა გამომძიებლის მიმართ და აღარ გადაიკითხა.
ამის შემდეგ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოწმეს ასეთი კითვა დაუსვა: - თუ დათო მიქაძის დაცვა არ იყავით, წვეულებებზე რატომ დაყვებოდით, იქაც ინსტრუქტაჟს ატარებდით?