ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონი დააფიქსირეს
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონი დააფიქსირეს - სოხუმის რეჟიმი ამტკიცებს, რომ 99 % ცაშივე ააფეთქეს. ერთ-ერთი აფეთქების დროს დაზიანდა ელექტორგადამცემი ხაზი - ამბობენ სოხუმში.
ამ წუთებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დრონების გამოჩენის გამო განგაშია - წერს ქართული ტელგრამ არხი ოდიში.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების მეთაურმა, ადგურ გუნბამ განაცხადა, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები 11 დასახლებულ პუნქტში იპოვეს“.
უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება რუსეთის ფედერაციასთან კოორდინირებული მოქმედებებით მოხდა. ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. აფხაზეთის ტერიტორია სამიზნეში არ ყოფილა, სამიზნე სხვა ტერიტორია იყო. დაზვერვა მუშაობს, ჩვენ გვყავს საერთო მტერი ორივეს. 30 საფრენი აპარატი დავაფიქსირეთ. დრონს ხალხი აფიქსურებს და ისინი რეკავენ. ჩვენ მათ ვთხოვთ ვინც დაინახავს საფრენ აპარატს დაგვირეკონ. ყველა საფრენ აპარატში ასაფეთქებელი მოწყობილობაა", - განაცხადა ადგურ გუნბამ.