ვახტანგ ხმალაძე "ოცნებას": რამდენია ეს "სისტემატური მოქმედება"?

05.03.26 18:12
ვახტანგ ხმალაძე "ოცნებას": რამდენია ეს "სისტემატური მოქმედება"?

ეს არის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული არალეგიტიმური კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებების დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც  „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. 

ხმალაძეს აინტერესებს, რამდენია ის "სისტემატური მოქმედება", რომელმაც პირის მიმართ დევნის დაწყება შეიძლება გამოიწვიოს - "ორჯერ რომ მოიმოქმედებს კაცი, 3-ჯერ, 10-ჯერ, თუ ასჯერ?"

ეს არის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული არალეგიტიმური კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა.  კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი, რაც ნიშნავს იმას, რომ  მოსამართლემ, პოლიციელმა, თქვენ, მე, იურისტმა, არაიურისტმა ერთნაირად უნდა გაიგოს ეს კანონი, როცა წაიკითხავს. ამ პრინციპს ეს კანონი არ აკმაყოფილებს. 

თუ კანონის შინაარსს შევხედავთ, ეს კანონი შეუძლიათ გაავრცელონ ნებისმიერ პირზე, რომელიც გამოხატავს უკმაყოფილებას ხელისუფლების ამა თუ იმ მოქმედების გამო. რაც მათ დანაშაულად ჩათვალეს, ამის ერთ-ერთ მახასიათებლად მიიჩნიეს რაღაც სისტემატური მოქმედება. რამდენია ეს სისტემატური მოქმედება? - ორჯერ რომ მოიმოქმედებს კაცი, 3-ჯერ, 10-ჯერ, თუ ასჯერ?"- აცხადებს ხმალაძე. 

გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს, აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“- ანუ ვინც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ აღიარებს სამი წლით ციხეში წავა. ციხე ემუქრება ყველას, ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს, მაგალითად პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს. "ქართული ოცნების" გაწერილი კრიტერიუმებით, ხალხთან ერთად ამ კანონით პატიმრობა ემუქრება მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც.