იერიში ნახიჩევანის აეროპორტზე - ალიევი რკინის მუშტით იმუქრება
ილჰამ ალიევი რკინის მუშტით იმუქრება. ოფიციალური ბაქო ირანს საგანგებო ზომებს უანონსებს. ნახიჩევანის აეროპორტის დაბომბვის შემდეგ ალიევი ქვეყანაში საგანგებო ზომებს იღებს. აზერბაიჯანს დღეს ერთდროულად რამდენიმე შორი მოქმედების საფრენი აპარატით შეუტიეს. ერთ ერთი სკოლასთან ახლოს ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით ირანული იერიშების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
აიათოლების რეჟიმის მიერ აზერბაიჯანზე თავდასხმას არავინ ელოდა. მიხუედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა საჯაროდ განაცხადა, აზერბაიჯანი არ ჩაერთვებოდაა ირანის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში და პირველი იყო, ვინც აიათოლას ლიკვიდაციის შემდეგ ირანის საელჩოში მივიდა და რეჟიმს სამძიმარიი გამოუცხადაა. ოფიციალური ბაქო ახსნა-გამარტებას და თეორანისგან ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს. ირანის ელჩიი საგარეო უწყებაში დაიბარეს და საპროტესტო ნოტაც გადასცეს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისრის მადგილე აეროპორტზე თავდასმას უარყოფსს. ქარეზ ღარიბაბადი ამტკიცებს, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხნის, ან თუ ესხმიან მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ამერიკული ბაზებია და ამერიკელი ჯარისკაცებისგან საფრთხეს ელოდებიან.
უწყვეტ რეჟიმში იბომბება ირანი. ბოლო 24 საათში ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის 7 სხვადასხვა ძალოვანი სტქრუქტურების შტაბ-ბინები დაბომბა. ისრაელის თადაცვის არმიის სამიზნე გახდა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინა, დაზვერვის სამმართველოს შტაბ-ბინა, "ბასიჯთა" შტაბ-ბინა, შიდა უსაფრთხოების ძალებისა და კიბერთავდასხმების უწყების შტაბ-ბინები, ასევე შიდა უსაფრთხოების იმ უწყების შტაბ-ბინები, რომელიც პასუხისმგებელია დემონსტრაციების ჩახშობაზე.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.