"ოცნება" თინა ხიდაშელს და ეკა გიგაურს პატიმრობით ემუქრება
კახა კალაძე ეკა გიგაურს და თინა ხიდაშელს ციხით ემუქრება. "ქართული ოცნება" ამერიკულ გამოცემა ჰილსში გამოქვეყნებულმა სტატიამ გააღიზიანა, სადაც დეტალურადაა განხილული როგორ გადააქცია ივანიშვილის გუნდმა საქართველო ირანისთვის სანქციების გვერდის ავლის ჰაბად. ეკა გიგაურს კახა კალაძე ახალი სისხლის სამართლის საქმით მხოლოდ იმიტომ ემუქრება, რომ ეს სტატია სოციალურ ქსელში გადააზიარა.
"მე ამათ მუქარას სერიოზულად არ აღვიქვამ, ამათ ყველაფერს ფასი დაუკარგეს, მათ შორის პატიმრობასაც" - ასე უპასუხა დღეს მისივე ყოფილი თანამებრძოლის მუქარას თინა ხიდაშელმა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ციხე იმიტომ დაუანონსეს, რომ ქართული ოცნების საეჭვო ირანულ კავშირებს ამხელს, როგორც განათლების ისე ეკონომიკურ სფეროში. თინა ხიდაშელის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით საერთაშორისო მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც იქ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები ამოიკითხეს. მაგალითად ის,რომ 2022 – 2025 წლამდე საქართველოში ირანული ნავთობპროდუქტები 72 კომპანიამ შემოიტანა. მათი შორის არიან ქართული ოცნების დამფინანსებელი ბიზნესმენები, ისინი ვინც ოცნებას ფულს ჩუქნის და თან სახელმწიფო შესყიდვებს იღებს.
სანქციებისგან სავარაუდო გვერდის ავლა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრიტანული სანქციების ფასად დაუჯდეთ. ბრიტანეთის ლორდთა პალატაში ინტერესდებიან მიიღებს თუ არა ოფიციალური ლონდონი დამატებით ზომებს ოცნების მთავრობის და იმ ბიზნესების წინაააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ თანამშრომლობას ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელე იმედთან და პოსტივისთან.
დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.