"ძალა ერთობაშია" - საპროტესტო მარში ერთიანობისთვის

05.03.26 21:24
"ძალა ერთობაშია" - საპროტესტო მარში ერთიანობისთვის

ძალა ერთობაშია - საპროტესტო მარში ერთიანობისთვის. ამ შაბათს დაგეგმილი ტრადიციული  დიდი შეკრების მიზანი   ერთობის  იდეისთვის მხარდაჭერის გამოცხადება იქნება.  

ხალხი, ვინც  დიდი ხანია ანტიდასავლური მმართველობის წინააღმდეგ ქუჩიდან იბრძვის, ფიქრობს, რომ ქვეყანაში ახალი ეტაპი იწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბავი უკვე მოხდა და ეს  პარტიების ალიანსია.,თუმცა  ახალ ოპოზიციურ ერთობას სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერაც. შაბათს 19:00 საათზე  მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყება და პარლამენტამდე მივა.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.