გეგმავს თუ არა შტატები ირანში სახმელეთო ოპერაციას? - ტრამპის პასუხი
„ეს დროის ფუჭად კარგვაა. მათ ყველაფერი დაკარგეს" - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა კითხვას - გეგმავს თუ არა შტატები ირანში სახმელეთო ოპერაციას? ამით ამერიკის პრეზიდენტი ის გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებას, რომ მისი ქვეყანა მზადაა აშშ-ისრაელის ძალების სახმელეთო შეჭრისთვის.
„ეს დროის ფუჭად კარგვაა. მათ ყველაფერი დაკარგეს. მათ დაკარგეს საზღვაო ფლოტი. მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დარტყმების ტემპი და ინტენსივობა გაგრძელდება.
ტრამპმა ირანის რევოლუციური გვარდიის ყველა წევრს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის რევოლუციური გვარდიის ყველა წევრს, სამხედროებსა და პოლიციას, დაყარონ იარაღი. ისინი მხოლოდ დაიხოცებიან.
თქვენ იქნებით სრულიად უსაფრთხოდ, სრული იმუნიტეტით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირისპირ აღმოჩნდებით გარანტირებული სიკვდილის წინაშე. მე არ მინდა ამის ხილვა და არც მათ სურთ.
ასევე მოვუწოდებთ ირანელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში, მოითხოვონ თავშესაფარი და დაგვეხმარონ ახალი და უკეთესი ირანის ჩამოყალიბებაში.ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს, რომ ვინც არ უნდა ჩაუდგეს სათავეში ირანს, აღარ დაემუქროს ამერიკას ან მის მეზობლებს — ისრაელსა თუ სხვებს", - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ამერიკისთვის ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია
ხამენეის შვილი ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ ისეთი ვინმე გვსურს, ვინც ირანს ჰარმონიასა და მშვიდობას მოუტანს. არ მივიღებთ ისეთ ახალ ლიდერს , ვინც ხამენეის პოლიტიკას გააგრძელებს, რაც ხუთ წელიწადში აშშ-ს იძულებულს გახდის, რომ ომს დაუბრუნდეს. დროს ფუჭად კარგავენ. ხამენეის შვილი უმნიშვნელო ვინმეა. დანიშვნის პროცესში პირადად უნდა ვიყო ჩართული, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში.
თუ დააკვირდებით რა ხდებოდა: მათ რაკეტები მიშვერილი ჰქონდათ ყველა ამ ქვეყნისკენ — ყატარისკენ, საუდის არაბეთისკენ, არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ და ბევრი სხვასკენ, რომლებიც დიდად არც იყვნენ ჩართულნი პროცესებში. ეს რაკეტები იქ ჯერ კიდევ ამ ყველაფრის დაწყებამდე იყო მიმართული. ისინი მთელ ახლო აღმოსავლეთს ემუქრებოდნენ. შემდეგ კი ჩვენ გამოვჩნდით და მათი გეგმები ჩავშალეთ.“