არ გაპატიებთ მასთან მივარდნას და შეშინებას, ბებიაჩემს იძულებით ჩააბარეს აღსრულების ბიუროს წერილი - ტყემალაძე

06.03.26 10:57
არ გაპატიებთ მასთან მივარდნას და შეშინებას, ბებიაჩემს იძულებით ჩააბარეს აღსრულების ბიუროს წერილი - ტყემალაძე

ჩემს ფაქტობრივ მისამართზე მივიდა აღსრულების ბიუროს წერილი, ბებიაჩემს ჩააბარეს იძულებით მოაწეინეს ხელი და ათქმევინეს პირადი ინფორმაცია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, ნიკოლოზ ტყემალაძე წერს.

ახალგაზრდა სტუდენტი ამბობს, რომ აყადაღებენ გადაუხდელი ჯარიმის გამო, რომლის შესახებაც ინფორმაცია მოიკითხა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

ირკვევა რომ, სამოქალაქო აქტივისტი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს, შემდეგ ის თვეების განმავლობაში ელოდება სასამართლოდან შესაბამისი დადგენილების გაგზავნას, იმისთის რომ საქმე გაესაჩივრებინა, მაგრამ დოკუმენტი ადრესატამდე ვერ მივიდა. საბოლოოდ კი როგორც ტყემალაძე ამბობს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მის სახელზე არსებული წერილი და გაფრთხილება მის მოხუც ბებიას ჩააბარა. 

არ გაპატიებთ ჩემს საყვარელ ადამიანთან მივარდნას და შეშინებას ❗️რამდენიმე საათის წინ ჩემს ფაქტობრივ მისამართზე მივიდა აღსრულების ბიუროს წერილი,ბებიაჩემს ჩააბარეს ისე რომ მე არანაირი ინფორმაცია არ მქონია ამ საკითხზე, იძულებით მოაწეინეს ხელი და ათქმევინეს პირადი ინფორმაცია.

საქმე ჩემს პირველ დაკავებას ეხება ზვიად ცეკვავას მდივანმა თურმე ორჯერ გამომიგზავნა დადგენილება და არ ჩამიბარებია(თუ აღსრულებამ იმწამსვე ჩამაბარა შენ რატო ვერ ჩამაბარე!!! თანაც ორჯერ გიცდია) და შემდეგ ატვირთეს. როდესაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვრეკავდი ხოლმე უსამართლოშიც და პოლიციაშიც რომ ჩემი საქმე მომეკითხა მეუბნებოდნენ სულ,რომ როცა იქნება მზად გაგაგებინებთო.ხოდა დღეს რომ დავურეკე ცეკვავას მდივანს გონორით მითხრა როგდომოდა გადახდა ან დაინტერესებულიყავი მოიკითხავდი შენს საქმესო.ჩემი მეგობარი იურისტები სარჩელს უკვე ამზადებენ არ შეგარჩენთ არანაირ ტერორს", - წერს ნიკოლოზ ტყემალაძე.