როგორი ამინდია მოსალოდნელი 7-9 მარტს საქართველოში

06.03.26 12:41
როგორი ამინდია მოსალოდნელი 7-9 მარტს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

სინოპტიკოსები თბილისში 7 მარტს უნალექო ამინდს, ხოლო 8-9 მარტს მცირე წვიმას და ქარს პროგნოზირებენ.

თბილისში 7 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 8-9 მარტს მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 
 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება. 
 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება,- აღნიშნულია ინფორმაციაში.